Accessibility links

logo-print

რუსეთი მიანიშნებს, რომ მოლდავეთში საარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა


რუსეთის მინიშნებით, მოლდავეთში 30 ნოემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს წინ უსწრებდა კამპანია, რომელიც „მნიშვნელოვანი დარღვევებით“ წარიმართა. არჩევნების შედეგად საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა პრო-ევროპულმა პარტიებმა მოიპოვეს, ერთობლივად. ეუთოს დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა გარკვეული კითხვები გააჩინა ბოლო მომენტში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების საფუძველზე არჩევნებიდან მოეხსნათ რუსი ბიზნესმენის ლიდერობით მოქმედი პარტია „სამშობლო“. 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, არჩევნების „გამჭვირვალეობასა და დემოკრატიულობაზე“დამკვირვებლების დასკვნებს ძირს უთხრის „არჩევნების მომზადების და განხორციელების პროცესში დაშვებული მნიშვნელოვანი დარღვევებიო.“ ცალკეული პარტიების მიერ მოპოვებული ხმების თვალსაზრისით პირველ ადგილზე გავიდა მოლდავეთის სოციალისტური პარტია - რომელიც მხარს უჭერს გაწევრიანებას რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირში, ევროკავშირთან ინტეგრაციის ნაცვლად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შედეგებმა აჩვენა, რომ მოლდავეთის ბევრ მოქალაქეს რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირები სურს.

XS
SM
MD
LG