Accessibility links

სომხეთის პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შეთანხმებას


სომხეთის პარლამენტმა დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი შეთანხმებას, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ კავშირში შესვლას ითვალისწინებს. 4 დეკემბერს გამართულ კენჭისყრაზე ევრაზიულ კავშირში შესვლას მხარი დაუჭირა 103-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა შვიდი და ერთმა თავი შეიკავა. პარლამენტმა შეთანხმების განხილვა 1 დეკემბერს დაიწყო. პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის ათობით აქტივისტი და მათი მომხრეები ოთხი დღის განმავლობაში მართავდნენ საპროტესტო აქციებს და დეპუტატებს მოუწოდებდნენ მხარი არ დაეჭირათ შეთანხმებისთვის.აქციების მონაწილეთა აზრით, რატიფიკაცია სომხეთის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე იქონიებს უარყოფით გავლენას. სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარქისიანმა კავშირში გაწევრიანების შეთანხმებას ხელი მოაწერა ოქტომბერში, მინსკში გამართულ შეხვედრაზე. ეკონომიკური კავშირი, რომელშიც სომხეთი შევა რუსეთთან, ბელორუსიასთან და ყაზახეთთან ერთად, 1 იანვარს ამოქმედდება.

XS
SM
MD
LG