Accessibility links

გიორგი მარგველაშვილი ვარშავაში შეხვდა ბრონისლავ კომოროვსკის და რადოსლავ შიკორსკის


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვარშავაში იმყოფება. გაიმართა მისი შეხვედრები პოლონეთის პრეზიდენტთან, ბრონისლავ კომოროვსკისთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, რადოსლავ შიკორსკისთან. საქართველოს პრეზიდენტი ვარშავის უნივერსიტეტში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მარგველაშვილის და კომოროვსკის პატრონაჟით გაიმართება. სამუშაო ვიზიტს საქართველოს პრეზიდენტი დაასრულებს გამოსვლით პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, სადაც წაიკითხავს მოხსენებას თემაზე "საქართველო-ევროპის ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის." გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტების და ექსპერტების შეკითხვებსაც უპასუხებს.

XS
SM
MD
LG