Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 კაცი შეიწირა ორმა აფეთქებამ ერაყის დედაქალაქში


18 კაცი ემსხვერპლა 4 დეკემბერს ორი დანამული მანქანის აფეთქებას ბაღდადის შიიტებით დასახლებულ რაიონში. პოლიციის ცნობით, პირველი აფეთქების სამიზნე იყო პატარა რესტორნები, რასაც 11 კაცი ემსხვერპლა. მალევე დანაღმული მანქანა აფეთქდა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის კარების წინ, სადაც 7 კაცი დაიღუპა და 21 დაიჭრა. თავდასხმის შედეგად განადგურდა რამდენიმე ავტომანქანა. ერაყში ლამის ყოველდღიურად ხდება თავდასხმები, რომლის სამიზნე მეტწილად უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები და შიიტების დასახლებებია. თავდასხმების უკან ხშირად დგანან ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები, რომლებიც ჩრდილო და დასავლეთ ერაყის მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG