Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და სეპარატისტები 9 დეკემბრიდან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ


უკრაინა და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები შეთანხმდნენ, რომ 9 დეკემბრიდან შეწყვეტენ ცეცხლს აღმოსავლეთ უკრაინის საომარ ზონაში. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 4 დეკემბერს აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებდა სექტემბერში მინსკში ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული საზავო შეთანხმება. თუმცა, მინსკის შეთანხმების გამოქვეყნებულ ვარიანტში არ იყო მითითებული, თუ როდის დადებდნენ იარაღს დაპირისპირებული მხარეები. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თვითმარქვია პარლამენტის სპიკერმა ანდრეი პურგინმაც განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არის მინსკის შეთანხმების ნაწილი. უკრაინისა სამხრეთ-აღმოსავლეთში უკრაინის სამთავრობო ჯარსა და სეპარატისტ მებრძოლებს შორის მიმდინარე შეტაკებებში 4300 კაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG