Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანსუა ოლანდი ყაზახეთში ვიზიტს იწყებს


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში ჩავა. ოლანდი ასტანაში შეხვდება ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ ფრანსუა ოლანდს მოუწოდა ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას ადამიანის უფლებების დარღვევების თემა წამოწიოს. „ჰიუმან რაიტს უოჩის" 3 დეკემბრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყაზახეთში არ სჯიან ადამიანის წამებისთვის, რომ მთავრობის კრიტიკოსებს აპატიმრებენ, კონტროლდება მედია და იზღუდება გამოხატვის თავისუფლება.

XS
SM
MD
LG