Accessibility links

"შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია" - ქალებს კვლავ კაცებზე ნაკლებს უხდიან


გაეროს შრომის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ქალებს, რომლებიც კოლეგა კაცებზე მეტად განათლებულები, გამოცდილები და პროდუქტიულები არიან, კვლავაც კაცებზე ნაკლებს უხდიან. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით „ანაზღაურებაში გენდერული უფსკრული“ კვლავაც არსებობს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „ხელფასების შესახებ გლობალურ ანგარიშში“ აღნიშნულია, რომ ქალებისა და კაცების ხელფასები განსხვავდება მიმოხილულ 38-ვე ქვეყანაში. ყველაზე დიდი სხვაობა აშშ-შია, სადაც ქალს საშუალოდ კაცი კოლეგის ხელფასის 64,2%-ს უხდიან.

XS
SM
MD
LG