Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა თავდაცვის ახალ მინისტრს დაასახელებს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 5 დეკემბერს დაასახელებს თავდაცვის ახალ მინისტრს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნსტმა განაცხადა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩაკ ჰეიგელის შემცვლელად ბარაკ ობამა ეშტონ კარტერს დაასახელებს. კარტერი 60 წლის არის, განათლებით ფიზიკოსია და თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. კარტერი 2009-2011 წლებში პენტაგონის მთავარი იარაღის შემსყიდველი იყო და ხელს უწყობდა იარაღისა და დაჯავშნული მანქანების წარმოება-გაგზავნის დაჩქარებას ერაყსა და ავღანეთში. მას არ აქვს უშუალოდ სამხედრო საქმიანობაში გამოცდილება.

XS
SM
MD
LG