Accessibility links

logo-print

ჯეიმს უოტსონმა ნობელის პრემია გაყიდა


ჯეიმს უოტსონმა ნობელის პრემია - ოქროს მედალი 4,7 მილიონ დოლარად აუქციონზე გაყიდა. უოტსონმა პრემია მიიღო 1962 წელს ფრენსის კრიკსა და მორის უილკინსთან ერთად დეზოქსირიბო-ნუკლეინის მჟავის(დნმ) სტრუქტურის გაშიფრვისთვის. 23 კარატიანი ოქროს მედალი 4 დეკემბერს გაიყიდა „კრისტის“ აუქციონზე. მასში ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადეს, რაც კი ნობელის პრემიისთვის გადაუხდიათ აუქციონზე. პრემიის მყიდველის ვინაობა არ გახმაურდა მისივე სურვილის გამო. 86 წლის ჯეიმს უოტსონმა განაცხადა, რომ აუქციონიდან მიღებულ თანხას მოახმარს უნივერსიტეტებს, ლაბორატორიებსა და ქველმოქმედებას. გასულ წელს ფრენსის კრიკის ნობელის პრემია 2,27 მილიონ დოლარად გაიყიდა. ჯეიმს უოტსონი პირველი ცოცხალი ნობელიანტია, ვისი პრემიაც აუქციონზე გაიყიდა.

XS
SM
MD
LG