Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად ჯანყარაშვილმა დატოვა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა


პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დაადასტურა, რომ ზვიად ჯანყარაშვილი პარტიის აღმასრულებელი მდივანი აღარ არის. სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ზვიად ჯანყარაშვილმა აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა თავად დატოვა. წელს აპრილამდე ჯანყარაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო, ამ პოსტიდან გადადგომა კი იმით ახსნა, რომ არ სურს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მისი ნათესაობის გამო საზოგადოებას შეკითხვები ჰქონდეს. შსს-ს დატოვების შემდეგ ზვიად ჯანყარაშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი გახდა. ამ კვირაში გავრცელდა უკრაინაში საქართველოს ელჩად ჯანყარაშვილის შესაძლო დანიშვნის ინფორმაცია, თუმცა მას ოფიციალურად ჯერჯერობით არავინ ადასტურებს.

XS
SM
MD
LG