Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლადო გურგენიძე არ აპირებს საჯარო სამსახურში დაბრუნებას


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლადო გურგენიძე კერძო სექტორიდან საჯარო სამსახურში დაბრუნებას არ აპირებს. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, უკრაინის ხელისუფლებაში ერთ-ერთი თანამდებობა დაიკავოს, ლადო გურგენიძე ფეისბუკით გამოეხმაურა. ის წერს, რომ დღეს ყველაზე კომფორტულად თავს გრძნობს კერძო სექტორში, "ლიბერთი ბანკი" განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ამასთან, დასასრულებელი აქვს სხვა არაერთი პროექტიც. „აქედან გამომდინარე, ჩემს მიერ ნებისმიერი ახალი პროექტის დაწყება, რაოდენ საპატიოც უნდა ყოფილიყო, ამ ეტაპზე ნაკლებად რეალისტურია“, - აღნიშნავს ლადო გურგენიძე. ის დასძენს, რომ არ დაიზარებს კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ საკითხებზე მეგობარი უკრაინისთვის რჩევების მიცემას, თუკი ამის საჭიროება იქნება და ბევრ დროს არ წაიღებს. ლადო გურგენიძის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ გაცნობოდა უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსა და პრემიერ-მინისტრ იაცენიუკის მიდგომებს და რეფორმების კონკრეტულ გეგმებს. “ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ მიდგომათა აბსოლუტური უმეტესობა სწორი და დროულია და პირადად მხოლოდ 2-3 საკითხში ვუსურვებდი უფრო რადიკალურ ნაბიჯებს ლიბერალიზაციის მიმართულებით", - ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის განცხადებაში. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა 4 დეკემბერს არ გამორიცხა, რომლადო გურგენიძემ უკრაინაში ერთ-ერთი თანამდებობა საკოორდინაციო საბჭოში, ან კომიტეტში დაიკავოს.

XS
SM
MD
LG