Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ეწვევა საქართველოს


მომავალი კვირის დასაწყისში საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 8-9 დეკემბერს, თბილისში რიგით მეორე ვიზიტისას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგ კოლეგასთან ლორან ფაბიუსთან ერთად საქართველოს წელს აპრილშიც სტუმრობდა.

XS
SM
MD
LG