Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც დაგმო რუსეთის მოქმედებები


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც დაგმო რუსეთის მოქმედებები უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის წინააღმდეგ. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 411-მა კონგრესმენმა 10-ის წინააღმდეგ. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის მოქმედება არღვევს გაეროს ქარტიას და მოსკოვის მიერ ბუდაპეშტში 1994 წელს ხელმოწერილ მემორანდუმს. ამერიკელი კონგრესმენები რუსეთს მოუწოდებენ, უარი თქვას ყირიმის უკანონო ანექსიაზე, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა უკრაინაში, საქართველოსა და მოლდავეთში და ამ ქვეყნებიდან ჯარი გაიყვანოს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი თავის სუვერენულ უფლებებს გარედან ჩარევის გარეშე უნდა ახორციელებდნენ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში.

XS
SM
MD
LG