Accessibility links

logo-print

ფრანსუა ოლანდი: ყაზახეთს რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის შემცირება შეუძლია


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, რომელიც ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ყაზახეთს, ნურსულთან ნაზარბაევთან საუბარში იმ როლზე ისაუბრა, რაც ყაზახეთს შეუძლია ითამაშოს რუსეთსა და დასავლეთ შორის უკრაინის თაობაზე წარმოქმნილი დაძაბულობის შესამცირებლად. ოლანდის თქმით, საფრანგეთი ასევე დაინტერსებულია ყაზახეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებით. ნაზარბაევის განცხადებით, ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ეკონომიკური საკითხებზე მხარეები ყაზახურ-ფრანგული ეკონომიკური ფორუმის განმავლობაში იმსჯელებენ. ჰიუმან რაიტს უოჩმა“ ფრანსუა ოლანდს მოუწოდა ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას ადამიანის უფლებების დარღვევების თემა წამოწიოს. „ჰიუმან რაიტს უოჩის" 3 დეკემბრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყაზახეთში არ სჯიან ადამიანის წამებისთვის, რომ მთავრობის კრიტიკოსებს აპატიმრებენ, კონტროლდება მედია და იზღუდება გამოხატვის თავისუფლება.

XS
SM
MD
LG