Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო დონბასში ცეცხლის შეწყვეტის ახალი ინიციატივით გამოვიდა


უკრაინის პრეზიდენტი ახალი სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უკრაინის სამხედროები 9 დეკემბერს, რომელიც „დუმილის დღედ“ გამოცხადდა,- შეწყვეტენ ცეცხლს დონბასის რაიონში ფრონტის მთელ ხაზზე. შესაბამის ზომებზე პეტრო პოროშენკომ უკვე გამართა მოლაპარაკებები სამხედრო ძალების ხელმძღვანელობასთან. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 4 დეკემბერს აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებდა სექტემბერში მინსკში ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული საზავო შეთანხმება. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თვითმარქვია პარლამენტის სპიკერმა ანდრეი პურგინმაც განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არის მინსკის შეთანხმების ნაწილი. თუმცა უცნობია, აპირებენ თუ არა სეპარატისტთა ლიდერები საზავო პირობების დაცვას. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში სამთავრობო ჯარსა და სეპარატისტ მებრძოლებს შორის მიმდინარე შეტაკებებში 4300 კაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG