Accessibility links

მოკავშირეებმა სამომავლო დახმარება აღუთქვეს ავღანეთს


აშშ-ი, ბრიტანეთი და სხვა მოკავშირეები აცხადებენ, რომ დაეხმარებიან ავღანეთის ახალ მთავრობას იმ თხოვნის პასუხად, რაც საერთაშორისო უსაფრთხოების მისიის დასრულების შემდეგ ქაბულმა გააკეთა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა 4 დეკემბერს ლონდონში უმასპინძლეს საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე, რომელიც ავღანეთის უსაფრთხოების, რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტ აშრაფ ღანისა და პრემიერ-მინისტრ აბდულა აბდულას ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ამ პრობლემების მოგვარება ქვეყანის ისტორიაში პირველად ძალაუფლების დემოკრატიული გზით გადაცემის შემდეგ.

XS
SM
MD
LG