Accessibility links

logo-print

მაროშ შაფროვიჩი: „სამხრეთ ნაკადის“ გაზსადენის მშენებლობის განახლება შესაძლებელია


„სამხრეთ ნაკადის“ გაზსადენის მშენებლობა შეიძლება აღდგეს, თუ რუსეთი ევროკავშირის წესებს დაიცავს. ამის თაობაზე 5 დეკემბერს ენერგეტიკის საკითხებში ახალმა ევროკომისარმა მაროშ შაფროვიჩმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა. კომისრის თქმით, ევროკავშირს შეუძლია განაახლოს მოლაპარაკებები შავი ზღვის გავლით ევროპისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების პროექტზე, მაგრამ რუსეთი უნდა დაემორჩილოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ნორმებს და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისადმი აპელაციით გადაჭრას სადაო საკითხები. 1 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოულოდნელად განაცხადა, რომ რუსეთი უარს ამბობს „სამხრეთ ნაკადზე“ და დაადანაშაულა ევროკავშირი, რომლის წინააღმდეგობამაც აიძულა კრემლი ხელი აეღო აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე. თუმცა, ევროკავშირი უარყოფს ამ ბრალდებას. ბრიუსელი მოითხოვს, რომ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა კომპანია „გაზპრომი“ დაემორჩილოს ევროკავშირის „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ მოთხოვნებს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ერთმანეთისაგან განცალკევდეს ენერგიის წარმოებისა და მისი გაყიდვის ოპერაციები, რასაც არ აკმაყოფილებდა „სამხრეთ ნაკადის“ პროექტი.

XS
SM
MD
LG