Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაშმირში 10 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა ექსტრემისტების თავდასხმაში


ინდოეთის უსაფრთხოების ძალების 10 წარმომადგენელი დაიღუპა სადაო ქაშმირში ექსტრემისტების მიერ სამხედრო ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ორმხრივ სროლაში ბანაკის დამცველებმა მოკლეს ხუთი თავდამსხმელი, რომლებიც ბრძოლაში ხელყუმბარებითა და ავტომატური იარაღით იყვნენ აღჭურვილნი. სამხედრო ბანაკი, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, ყველაზე მილიტარიზებულ ზოლზე იმყოფება, რომელიც ჰიმალაის რაიონს ინდოეთისა და პაკისტანის მიერ კონტროლირებად ზონებად ყოფს.

XS
SM
MD
LG