Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიასა და სერბიაში 1993 წლის მასობრივ მკვლელობებში ეჭვმიტანილი 15 პირი დააპატიმრეს


გავრცელებული ინფორმაციით, სერბიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში პოლიციამ დააპატიმრა 15 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან 1993 წლის კონფლიქტის დროს სტრფციში ჩადენილ მასობრივი მკვლელობებში მონაწილეობაში. ასოშიეიტედ პრესის თანახმად 10 კაცი ბოსნიაში, ხუთი კი სერბიაში გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააპატიმრეს. მათ შორისა პატიმრობაში მყოფი ბოსნიელ სერბთა საველე მეთაურის მილან ლუკიჩის ძმა, გოიკო ლუკიჩი და ბოსნიელ სერბთა სამხედრო ძალების ყოფილი გენერალი ლუკა დრაგიჩევიჩი. სტრფცის ტრაგედია ერთ-ერთი შავი ფურცელია იმ კონფლიქტში, რომელმაც 100 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო მილიონი კი დევნილად აქცია.

XS
SM
MD
LG