Accessibility links

ნაზარბაევმა დასავლეთს რუსეთთან კომპრომისისკენ მოუწოდა


ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტს მასპინძლობს, დასავლეთს რუსეთთან კომპრომისისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეკონომიკურ სანქციებს მცირე ეფექტი აქვს. ამის თაობაზე ნაზარბაევმა ოლანდთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „კონფრონტაციას უკრაინის გამო არავისათვის მოაქვს სიკეთე, სამაგიეროდ უარყოფითად აისახება საერთაშორისო პოლიტიკურ სიტუაციასა და ევროპის, აზიისა და მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. ნურსულთან ნაზარბაევმა „ლიბერალ“ სახელმწიფო მოღვაწედ მოიხსენია პუტინი, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, რომელიც ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ყაზახეთს, ნურსულთან ნაზარბაევთან საუბარში იმ როლზე ისაუბრა, რაც ყაზახეთს შეუძლია ითამაშოს რუსეთსა და დასავლეთ შორის უკრაინის თაობაზე წარმოქმნილი დაძაბულობის შესამცირებლად.

XS
SM
MD
LG