Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაზპრომი“ ადასტურებს, რომ უკრაინამ 378 მლნ დოლარი გადაუხადა


რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ ადასტურებს, რომ უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზმა“ მას წინასწარ გადაუხადა 378 მლნ დოლარი, დეკემბერში ბუნებრივი აირის მისაღებად. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, „გაზპრომის“ პრესმდივანმა, სერგეი კუპრიანოვმა თქვა, რომ ფული წუხელ, ადგილობრივი დროით 2 საათზე ჩაირიცხა კომპანიის ანგარიშზე. ამ ნაბიჯმა გზა გაუხსნა რუსეთიდან უკრაინაში გაზის იმპორტის განახლებას - პირველად მას შემდეგ, რაც იმპორტი ივნისში შეწყდა ფასისა და ვალების გარშემო დავის გამო. რუსეთი უკრაინისაგან მოითხოვს გაზის საფასურის წინასწარ გადახდას. "ნაფტოგაზისა" და "გაზპრომის" შეთანხმებით, რომელსაც ოქტომბერში მიაღწიეს, გაზის მიწოდება უნდა აღდგეს ფულის ჩარიცვხის შემდეგ 48-საათიან პერიოდში.

XS
SM
MD
LG