Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სასამართლოთი იმუქრება დოპინგის ბრალდებების გამო


რუსეთის ათლეტთა ფედერაციის პრეზიდენტი, ვალენტინ ბალახნიჩევი აცხადებს, რომ ფედერაციამ შესაძლოა, სამართლებრივ ზომებს მიმართოს მას შემდეგ, რაც გერმანიის ტელევიზიამ აჩვენა დოკუმენტური ფილმი, რომლის თანახმადაც რუს სპორსტმენებში სისტემური სახე აქვს მიღებული დოპინგის მოხმარებას. ბალახნიჩევმა გამოთქვა შეფასება, რომელსაც ათლეტთა ფედერაციაში იზიარებენ, რომ „დოკუმენტური ფილმი არის პროვოკაცია რუსეთის სპორტის დისკრედიტაციის მიზნით“ და ფედერაცია განიხილავს ყველა შესაძლო ზომას "ცილისმწამლებლურ ბრალდებებთან" დასაპირისპირებლად. ამავდროულად, რუსეთის დოპინგის საწინააღმდეგო სააგენტომ 5 დეკემბერს გამოაცხადა, რომ იწყებს საკუთარ გამოძიებას ბრალდებებთან დაკავშირებით. გერმანიის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ, ARD/ZDF-მა, 2 დეკემბერს აჩვენა ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი - ჟურნალისტური გამოძიების შედეგი, რომელიც ამხელს ფართოდ გავრცელებულ კორუფციას და დოპინგის მოხმარებას რუსეთის სპორტში.

XS
SM
MD
LG