Accessibility links

logo-print

პაკისტანში მოკლეს ალ-ყაიდის ერთ-ერთი ლიდერი


პაკისტანელი სამხედროების ცნობით, მათ ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონში მოკლეს ალ-ყაიდის ერთ-ერთი ლიდერი, ადნან ელ-შუქრიჯუმა. ამ ინფორმაციით, ის 6 დეკემბერს გამთენიისას მოკლეს სამხრეთ ვაზირისტანში. ოპერაციის დროს დაიღუპნენ კიდევ ორი სავარაუდო ექსტრემისტი და ერთი ჯარისკაცი. შუქრიჯუმას შეერთებულ შტატებში ჰქონდა წაყენებული ბრალდება ნიუ-იორკის მეტროში აფეთქების მოწყობის გეგმაში ეჭვმიტანის გამო. ვარაუდობენ, რომ შუქრიჯუმა ხელმძღვანელობდა ალ-ყაიდის გლობალურ ოპერაციებს. უფრო ადრე ეს პოზიცია ეკავა 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზატორს, შეიხ მოჰამედს.

XS
SM
MD
LG