Accessibility links

logo-print

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, ნუ ჩაითრევს ბალკანეთს დასავლეთთან დაპირისპირებაში


ევროკავშირი რუსეთს აფრთხილებს, ნუ ჩაითრევს დასავლეთ ბალკანეთს უკრაინის გამო დასავლეთთან დაპირისპირებაში. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირსა და რუსეთს შორის დაძაბულობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ორივე მხარის ინტერესებშია "თანამშრომლობის და არა კონფრონტაციისთვის გზების პოვნა და განვითარება". ამ შინაარსის განცხადება მოგერინიმ 5 დეკემბერს სარაევოში ვიზიტისას გააკეთა. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. მაგრამ დიპლომატები ამბობენ, რომ რუსეთი რეგიონში თავისი გავლენის გასაძლიერებლად იყენებს ეკონომიკურ სირთულეებს და მართლმადიდებელი სლავების ნაწილში გავრცელებულ პრორუსულ განწყობას. მაშინ, როცა სლოვენია და ხორვატია უკვე შეუერთდნენ ევროკავშირს, სერბიაში, ბოსნიაში, მაკედონიაში, ჩერნოგორიაში, ალბანეთსა და კოსოვოში რეფორმები შეფერხებებით მიმდინარეობს და საკუთრივ ევროკავშირშიც აეჭვებთ ახალი წევრების მიღების მართებულობა.

XS
SM
MD
LG