Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იდენტიფიცირებულია აფხაზეთიდან თბილისში გადასვენებული ოთხი გვამი


თბილისში მოხდა აფხაზეთიდან გადასვენებული ოთხი გვამის იდენტიფიცირება. ოთხივე პირი დაღუპულია აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის 22 სექტემბერს, როცა ბაბუშერის აეროდრომზე დაშვებისას იქნა აფეთქებული თვითმფრინავი, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ. ოთხი გვამის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დევნილთა და განსხლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა. „თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი 31 გვამის გადმოსვენება ბაბუშერის აეროდრომიდან. ოთხი მათგანის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. არის საშინელი ტრაგედია მართლაც. ყველანი არიან ერთი ოჯახის შვილები: ორი ძმა, ტყუპები, 30 წლის ძმები წიკლაურები და მათი დისშვილები, ქალბატონი გიულის შვილები ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილები, 23 და 25 წლის“, განაცხადა სუბარმა. ცნობების თანახმად, უახლოეს ხანშია მოსალოდნელი აფხაზეთიდან თბილისში გადასვენებული კიდევ 12 გვამის იდენტიფიცირება.

XS
SM
MD
LG