Accessibility links

logo-print

მოსკოვში იმართება საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში ხვდება რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს. მთავარ თემებად სახელდება უკრაინის კრიზისი და საფრანგეთის უარი რუსეთისათვის „მისტრალის“ ტიპის ორი სამხედრო ხომალდის მიწოდებაზე. ოლანდი ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ, 6 დეკემბერს ჩაფრინდა მოსკოვში და პუტინთან შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა - არის მომენტები, როცა საჭიროა შანსების გამოყენება, ახლა ასეთი მომენტი დგასო. თავის მხრივ, პუტინმა ახსენა „რთული პრობლემები“, რომელთა განხილვაც აუცილებელია. ამის შემდეგ დაიწყო დახურულ კარს მიღმა შეხვედრა.

XS
SM
MD
LG