Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: 9 დეკემბერს გაიმართება ახალი შეხვედრა სეპარატისტებთან


უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, 9 დეკემბერს მინსკში გაიმართება მორიგი შეხვედრა აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტებისა და რუსეთის წარმომადგენლებთან. როგორც პოროშენკომ 6 დეკემბერს ხარკოვში ვიზიტისას თქვა, მიღწეულია წინასწარი შეთანხმება შეხვედრის შესახებ. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შეხვედრის თარიღი ემთხვევა „დუმილის დღეს“ - სამხედრო ოპერაციების შეჩერებას, რაც პოროშენკომ სწორედ 9 დეკემბრისთვის გამოაცხადა. მინსკში მორიგ შეხვედრაზე მის განცხადებას უკვე მოჰყვა სეპარატისტების გამოხმაურება. ლუგანსკში თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის პრესმდივნის ცნობით, მინსკში ჩავა არა რესპუბლიკის ლიდერი იგორ პლოტნიცკი, არამედ „საგანგებო წარმომადგენელი“. ხოლო დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დენის პუშილინის განაცხადებით, დონეცკის მმართველები ამჯობინებენ მინსკში შეხვედრის 12 დეკემბერს გამართვას.

XS
SM
MD
LG