Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტი მოსკოვის აეროპორტში შეხვდა რუს კოლეგას


საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი შაბათს მოკლე ხნით ეწვია მოსკოვს და ვნუკოვოს აეროპორტში შეხვდა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს. მათი საუბრის დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ დახურულ კარს მიღმა საუბრის დაწყებამდე ოლანდმა აღნიშნა, რომ გადაწყვიტა რუს კოლეგას ესაუბროს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებულ პრობლემებზე. შეხვედრის შემდეგ კი პუტინმა თქვა, რომ რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იმედი აქვს, რომ უკრაინაში დაიცავენ ზავს და შეძლებენ დამატებით პატიმრების გაცვლას.

XS
SM
MD
LG