Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ზავს დაიცავენ


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა შაბათს მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა იმედი, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მომდევნო დღეებიდან ზავს დაიცავენ. ვლადიმირ პუტინიც, მისი თქმით, იმედოვნებს, რომ მალე იქნება მიღწეული შეთანხმება 5 სექტემბერს დადებული, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ დაცული ზავის პირობების შესასრულებლად. ფრანსუა ოლანდი ცოტა ხნით შეჩერდა მოსკოვში, როცა პარიზში ბრუნდებოდა ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ. ის არის დასავლეთის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის პირველი ლიდერი, რომელიც პუტინს რუსეთში შეხვდა მოსკოვის მიერ მარტში ყირიმის ანექსიის შემდეგ. ფრანსუა ოლანდის განმარტებით, საფრანგეთის როლი მდგომარეობს გამოსავლის ძიებასა და პრობლემების გაუარესების თავიდან აცილებაში.

XS
SM
MD
LG