Accessibility links

logo-print

სირიელმა სამხედროებმა მოიგერიეს ექსტრემისტების შეტევა


სირიის მთავრობის ჯარები აცხადებენ, რომ მოიგერიეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ შეტევა აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. ექსტრემისტები რამდენიმე დღე უტევდნენ დეირ ალ-ზურის ბაზას და მასშტაბური იერიში წამოიწყეს 6 დეკემბრის დილას. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, ორივე მხარეს ათობით ადამიანი დაიღუპა. ხოლო ერაყიდან იუწყებიან, რომ ადგილობრივი თემების ლიდერთა ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ამ სამი დღის წინ მოიტაცეს და მოკლეს ალბუ ნიმრის თემის 16 წევრი. ალბუ ნიმრის წევრები იბრძვიან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, რასაც უკავშირდება ექსტრემისტების მიერ ამ თემის, სავარაუდოდ, ასობით წარმომადგენლის დახოცვა.

XS
SM
MD
LG