Accessibility links

logo-print

ჯონ კერი „იმედგაცრუებულია“ ირანში ჟურნალისტისთვის ბრალის წაყენებით


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი „ღრმა იმედგაცრუებას“ გამოთქვამს ცნობების გამო, რომ ირანში ბრალდება წაუყენეს გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ კორესპონდენტს, ჯეისონ რეზაიანს, რომელიც ოთხ თვეზე მეტი ხნის წინ დააკავეს ამ ქვეყანაში. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ 6 დეკემბერს იუწყებოდა, რეზაიანმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ ესმის, რა ბრალდებები აქვს წაყენებული. თუმცა ნათელი არ არის, კონკრეტულად რას ეხება ბრალდება. ჯონ კერი 7 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში გამოთქვამს შეშფოთებას რეზაიანის საქმით - იმ გარემოების ჩათვლით, რომ დაკავებულს არა აქვს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება. კერი მოითხოვს ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

XS
SM
MD
LG