Accessibility links

ერაყში შვიდი ადამიანი დაიღუპა პოლიციაზე თავდასხმისას


ერაყში სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად. თავდასხმა 7 დეკემბრის დილას დაიწყო, როცა თვითმკვლელმა დანაღმული ავტომანქანა დააჯახა პოლიციის განყოფილების დამცავ კედელს ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ალ-სალმანში. ამის შემდეგ შეიარაღებული პირები ჩაერთნენ შეტევაში. პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, დაიღუპნენ, სულ ცოტა, ხუთი პოლიციელი და სამი გამვლელი. დაიჭრა, სულ ცოტა, 11 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG