Accessibility links

მერკელი აკრიტიკებს რუსეთის პოლიტიკას საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მიმართ


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის ადანაშაულებს, რომ ერევა ევროკავშირთან დაახლოების მსურველი აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოების შიდა საქმეებში. მერკელი გერმანიის გაზეთ „დი ველტ ამ ზონტაგთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქართველომ, მოლდავეთმა და უკრაინამ მიიღეს გადაწყვეტილება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე და რუსეთი პრობლემებს უქმნის ამ, სამივე ქვეყანას. კანცლერი ყურადღებას ამახვილებს „გაყინულ კონფლიქტებზე", მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, და რუსეთის მოქმედებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში. ანგელა მერკელი მოსკოვს ბრალად უყენებს ასევე დასავლეთ ბალკანეთზე გავლენის მცდელობას, რეგიონის ქვეყნების - ეკონომიკურად და პოლიტიკურად - რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდით.

XS
SM
MD
LG