Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში გვამი აღმოაჩინეს ბაზრობაზე, სადაც ხანძარმა მაღაზიები გაანადგურა


ბათუმში გვამი აღმოაჩინეს ე.წ. ხოფის ბაზრობაზე - იმ ადგილას, სადაც ხანძარმა ათობით მაღაზია გაანადგურა. უფრო ადრე იუწყებოდნენ ხანძრის შედეგად ერთი ადამიანის დაშავების შესახებ. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მამუკა თურმანიძემ განაცხადა, რომ მაშველების ვარაუდით, ადგილზე შესაძლოა მეორე გვამიც იყოს. იუწყებიან ასევე, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე დაიწვა 600-მდე კვადრატულ მეტრზე განლაგებული მაღაზიები. ხანძარი გაუჩნდა საახალწლო პიროტექნიკის მაღაზიას, რის შემდეგაც ცეცხლი სხვა მაღაზიებზეც გავრცელდა. ხანძარი ჩააქრეს. მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის მიზეზების დასადგენად.

XS
SM
MD
LG