Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში მსხვერპლი მოჰყვა ბაზრობაზე მომხდარ ხანძარს


ბათუმში ორი გვამი იპოვეს ე.წ. ხოფის ბაზრობაზე, სადაც ხანძარმა ათობით მაღაზია გაანადგურა. აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, მუშაობას შეუდგნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ხანძარი ბაზრობაზე 7 დეკემბერს, შუადღისას გაჩნდა. ცეცხლის კერა იყო პიროტექნიკის მაღაზია, რომლის აფეთქების შემდეგაც ცეცხლი სხვა მაღაზიებსაც მოედო და დაწვა 600-მდე კვადრატულ მეტრზე განლაგებული ნაგებობები. მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის მიზეზების დასადგენად.

XS
SM
MD
LG