Accessibility links

logo-print

გრიგორი ლეპსის კონცერტის დაწყებამდე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს


რუსი მომღერლის, გრიგორი ლეპსის კონცერტის დაწყებამდე ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის გადაადგილების შეზღუდვის გამო გამოძიება 163-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. "მაესტროს" ჟურნალისტის თქმით, გრეგორი ლეპსს და მის გარემოცვას დასმული კითხვები არ მოეწონა და უთხრეს, რომ მასალა ვერ მოხვდებოდა ეთერში. ამის შემდეგ მომღერლის დაცვამ მას და ოპერატორს საათზე მეტხანს ოთახიდან გასვლის საშუალება არ მისცა. ჟურნალისტი ნინი მეტრეველი და ოპერატორი სერგი ბარამიძე საგამოძიებო უწყებაში დაკითხეს. კონცერტამდე მოქალაქეთა ჯგუფმა კონცერტზე მისულ მაყურებელს ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოუწყო.

XS
SM
MD
LG