Accessibility links

logo-print

კახა კალაძე: „ხუდონჰესი“ შესაძლოა სახელმწიფომ ააშენოს


ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სასტუმრო "რედისონში" სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ხუდონჰესთან“ დაკავშირებით მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ პროექტის განხორციელება სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს. კახა კალაძემ განმარტა, რომ ამჟამად მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება ინდურ კომპანია "ტრანსელექტრიკასთან". ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა: „ეს კომპანია დარეგისტრირებული იყო ოფშორში, ჩვენ კი მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ყველაფერი იყოს გახსნილი, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესი ამ პროექტთან მიმართებაში ძალიან მაღალია და დაფარული არაფერი უნდა იყოს. მოვთხოვეთ, წარმოადგინონ, ვინ არიან დამფუძნებლები და ასევე, გვინდა დაგვანახონ შესაძლებლობა, შესწევთ თუ არა ამ პროექტის განხორციელების უნარი", - განაცხადა კახა კალაძემ.

XS
SM
MD
LG