Accessibility links

ბათუმში ხანძრისას დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა


ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. გვიან ღამით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც ხანძრის დროს დაშავდა. 51 წლის დავით ფუტკარაძე ხოფის ბაზრობაზე ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი იყო. ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. მაშველებმა ნამწვავებში ცოლ-ქმრის გვამები აღმოაჩინეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს. დაკავებულია ერთი ადამიანი.

XS
SM
MD
LG