Accessibility links

logo-print

რესპუბლიკელები თავს თვისებრივად ახალ კოალიციაში ხედავენ


„რესპუბლიკური პარტიის" მომავალი ჩვენ წარმოგვიდგენია კოალიციებში, მაგრამ თვისებრივად ახალ კოალიციებში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "რესპუბლიკური პარტიის" კონფერენციის შეჯამებისას. "რესპუბლიკურ პარტიას" აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანა – ლიბერალური იდეების კიდევ უფრო გავრცელება ჩვენს ქვეყანაში, თავისუფლების იდეის გავრცელება, იმიტომ რომ ის ბოლომდე თავისუფალი საქართველო, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ვიხილავთ, თავისუფალი მოქალაქეებით დასახლებული უნდა იყოს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა კი განაცხადა, რომ "რესპუბლიკური პარტია" კოალიცია "ქართულ ოცნებას" თვისებრივ ცვლილებებს სთავაზობს.

XS
SM
MD
LG