Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იწყებს ორდღიან ვიზიტს საქართველოში


საქართველოში ორდღიან ვიზიტს იწყებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი. ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, რომ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის დროულ და მნიშვნელოვან ვიზიტს საქართველოს მთავრობა ქვეყნის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოხატულებად აფასებს. დავით კერესელიძის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას და რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების“ გაფორმებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებითვე, საქართველოს ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობის დროულად ინფორმირებისთვის იმის შესახებაც, რომ რუსეთი ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან.

XS
SM
MD
LG