Accessibility links

ევროკავშირი თურქეთს დასავლეთის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი თურქეთში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებებს მართავს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთიანი მოქმედების თაობაზე. მოგერინი ასევე შეეცდება დაარწმუნოს თურქეთის ხელისუფლება, რომ ამ უკანასკნელმა არ შეარყიოს ევროკავშირის მიერ შემუშავებული ეკონომიკური სანქციების პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ. ევროკავშირი მოუწოდებს ანკარას, გამოავლინოს სოლიდარობა დასავლეთის ქვეყნების მიმართ და არ მოახდინოს რუსეთში იმ პროდუქციის ექსპორტი, რაზეც ევროკავშირს სანქცია აქვს დაწესებული.

XS
SM
MD
LG