Accessibility links

logo-print

დონეცკის ოლქში სამი კაცი დაიღუპა


წუხელ დონეცკში მომხდარი საარტილერიო სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა. დონეცკის ადმინისტრაციის ცნობით, დანგრეულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლია კიროვისა და კუიბიშევის რაიონებში. ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შტაბის ცნობით, სეპარატისტებმა განვლილი დღე-ღამის განმავლობაში რამდენჯერმე დაბომბეს უკრაინის სამთავრობო ჯარის პოზიციები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. არმიამ დაახლოებით 70 საპასუხო დარტყმა განახორციელა. უკრიანის პრეზიდენტის ინიციატივით 9 დეკემბერს აღმოსავლეთ უკრიანაში "დუმილის დღე" გამოცხადდა, რაც ყოველგვარი საბრძოლო მოქმედების შეწყვეტას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG