Accessibility links

აშშ-მა და ნატომ ოფიციალურად დაასრულეს საბრძოლო მისია ავღანეთში


აშშ-მა და ნატომ ოფიციალური ცერემონიით აღნიშნეს საბრძოლო მისიის დასრულება ავღანეთში, რაც თალიბანის მთავრობის დამხობის შემდეგ 13 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების სარდლობამ 8 დეკემბერს, ქაბულში ოფიციალურად დაუშვა დროშა. ISAF-ის სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ჯონ კემპბელმა განაცხადა, რომ ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყება „ურყევი მხარდაჭერის“ მისია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს აშშ-ისა და ნატოელი მოკავშირეების 13 ათასი ჯარისკაცი. ახალი მისიის ფარგლებში იგეგმება ავღანეთის არმიისა და უსაფრთხოების ძალების წვრთნა და კონსულტაცია. 2001 წლიდან მოყოლებული ავღანეთში 3500 უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა. მათ შორის 29 ჯარისკაცი დაკარგა საქართველომ, რომელიც ISAF-ის ოპერაციაში 2009 წლიდან მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG