Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი რუსეთს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე ზეწოლაში ადანაშაულებს


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთი დაადანაშაულა, აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის გამო, რომლებიც მჭიდრო თანამშრომლობას ესწრაფვიან ევროკავშირთან. გერმანიის გაზეთ „დი ველტთან“ ინტერვიუში მერკელი აღნიშნავს, რომ მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას, ამ სამ სახელმწიფოს რუსეთი უქმნის პრობლემას მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება ხელი მოეწერათ ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმებისათვის. მერკელმა რუსეთი დაადანაშაულა ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე ზეგავლენის გაძლიერებაში იმით, რომ მათ ეკონომიკურად და პოლიტიკურად უფრო დამოკიდებულს ხდის რუსეთზე.

XS
SM
MD
LG