Accessibility links

logo-print

შტაინმაიერი: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა


საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოში ვიზიტისას, თავის ქართველ კოლეგა თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბერუჩაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება არის რეალობა და ეს არის ძალიან მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს სტიმულს საქართველოს რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის. "გერმანია ცდილობს ეს საქართველოსთან ერთად გააკეთოს, მაგრამ ასოცირების შეთანხმება არ არის ერთადერთი აქტი, ერთადერთი დოკუმენტი საქართველო-ევროკავშირს შორის. ასევე, ხდება ვიზების ლიბერალიზაცია და ფაქტობრივად ერთი ნაბიჯი, ძალიან ცოტა დარჩა უვიზო მიმოსვლამდე. ვფიქრობ, ეს პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება. საქართველოს აქვს მკაფიო და გამჭვირვალე ვალდებულებები ნაკისრი და ახლა უნდა მოხდეს ამის შესრულება", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან მოცულობითი სამუშაოებია ჩასატარებელი, მაგრამ ეს ნამდვილად ღირს. მისი თქმით, როგორც საქართველო, ასევე ევროკავშირი ამისკენ მიილტვის. 8 დეკემბერს, საღამოს, შტაინმაიერი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს.

XS
SM
MD
LG