Accessibility links

უკრაინა: რუსეთი აცხადებს, რომ 11 დეკემბერს განაახლებს გაზის მიწოდებას


უკრაინის გაზის ტრანსპორტირების მონოპოლისტი კომპანია უკრტრანსგაზის განცხადებით, რუსეთი ამბობს, რომ უკრაინას 11 დეკემბერს აღუდგენს გაზის მიწოდებას, მას შემდეგ, რაც ფასების შესახებ უთანხმოების და დაუფარავი დავალიანების გამო გაზის მიწოდება 6 თვის განმავლობაში იყო შეჩერებული. ეს განცხადება გააკეთა უკრტრანსგაზის პრესმდივანმა, მაქსიმ ბელიავსკიმ. 5 დეკემბერს უკრაინამ რუსეთის გაზპრომს წინასწარ გადაუხადა 378 მილიონი დოლარი, დეკემბერში რუსეთისგან ერთი მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიღების სანაცვლოდ. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, ვლადიმირ დემჩიშინი ვარაუდობდა, რომ გაზის მიწოდება 8 დეკემბერს განახლდებოდა. უკრტრანსგაზს არ დაუსახელებია მიწოდების განახლების გადადების მიზეზი.გაზპრომის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ამ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა მონოპოლიამ მიიღო უკრაინისგან თანხა და მზად არის აღადგინოს გაზის მიწოდება. თუმცა, პრესმდივან სერგეი კუპრიანოვის თქმით, უკრაინის მხარეს 8 დეკემბერს სამუშაო დღის დასრულებამდე არ შეუტანია გაზის შეკვეთის განაცხადი.

XS
SM
MD
LG