Accessibility links

logo-print

ალ-ყაიდის წევრთა საიდუმლო დაკითხვებზე ანგარიში დღეს გამოქვეყნდება


აშშ-ის ობიექტებზე მთელ მსოფლიოში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები დაზვერვის ცენტრალური სადაზვევრო სამმართველოს მიერ წარმოებულ საიდუმლო დაკითხვებზე სენატის ანგარიშის გამოქვეყნებამდე. თეთრი სახლის 8 დეკემბრის განცხადებით, საელჩოები და სხვა ობიექტები იღებენ გარკვეულ ზომებს რისკების ზრდაზე „რაღაც მინიშნებების“ გამო. სენატის მიერ მომზადებული ანგარიში 9 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს და მასში იქნება დეტალები 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ევროპასა და აზიაში არსებულ საიდუმლო ობიექტებში ცენტრალური სადაზვევრო სამმართველოს მიერ ალ-ყაიდის წევრების დაკითხვებზე. წინასწარი ინფორმაციით, ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ ამ დაკითხვებს შესაბამისი შედეგები არ მოუტანია. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეაჩერა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაკითხვების პროგრამა 2009 წელს და აღიარა, რომ ალ-ყაიდის წევრების დაკითხვების მეთოდები წამებას უტოლდებოდა. მოელიან, რომ სამშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღწერილი იქნება ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო პროგრამის დეტალები. ამ პროგრამით, წამების მეთოდების გამოყენებით დაკითხული იყო 100-ზე მეტი დაკავებული. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნსტმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაცია რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდა ანგრიშის გამოქვეყნებას და იზრუნა უსაფრთხოების ზომების გატარებაზე, რომ თავიდან აეცილებინა შესაძლო თავდასხმები აშშ-ის ობიექტებზე.

XS
SM
MD
LG