Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დაკრძალავენ 1993 წელს ბაბუშერაში დაღუპული ოთხი ქართველი მეომრის ნეშტს


სამხედრო პატივით დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ სოხუმთან მდებარე ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქების შედეგად 1993 წლის სექტემბერში დაღუპულ ოთხ ქართველ მებრძოლს ვასიკო და ნუკრი წიკლაურებს და თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილებს. ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. ბაბუშერის სამარხიდან ნეშტების ექსჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე მოხდა არგენტინელი ანთროპოლოგის მონაწილეობით. იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები თბილისში გადაასვენეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ბიოლგიური მასალების გენეტიკური ექსპერტიზა კი ზაგრების ლაბორატორიაში ჩატარდა. ექსპერტიზის დასკვნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს 4 დეკემბერს წარუდგინა, რის შემდეგაც ნეშტები ოჯახს გადაეცა. ოთხი დაღუპული მებრძოლის ოჯახის წევრებს დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიუსამძიმრა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. "ყველას გვახსოვს, რომ იყო ბევრი გმირობა და დარჩა დიდი ტკივილი, მაგრამ მიხარია, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ამ ჭრილობების მოსაშუშებლად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დაღუპული მებრძოლების გადმოსვენების და იდენტიფიცირების პროცესში მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG