Accessibility links

კიდევ ერთი ასეული გაემგზავრა სამშვიდობო მისიით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში


ვაზიანის ბაზიდან გააცილეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეული, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიაში ჩაერთვება და როტაციის წესით შეცვლის ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულს.გაცილების ცერემონიას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, გენერალური შტაბის ხელმძღვანელები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართულ ასეულს სიტვით მიმართა საფრანგეთის ელჩმა რენო სალენსმა. მისი განცხადებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისით უკვე მყოფმა ქართველმა სამხედროებმა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თავდადება და ნიჭიერება გამოიჩინეს და ხელი შეუწყვეს სტაბილურობას.

XS
SM
MD
LG