Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში იწყება საერთაშორისო დისკუსიების 30-ე რაუნდი


დღეს ჟენევაში იწყება საერთაშორისო დისკუსიების 30-ე რაუნდი, რომელზეც თბილისის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს. ქართული მხარე ამჯერად, ჟენევაში გააპროტესტებს რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებას და მოსკოვის განზრახვას, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთანაც მოაწეროს ხელი მსგავს შეთანხმებას. დავით დონდუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის დელეგაცია ასევე გააპროტესტებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს და კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ რუსეთმა საქართველოს მსგავსად აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება.

XS
SM
MD
LG